ვალერი კვარაცხელია: 350-მდე მედიკამენტზე ფასები მომატებულია

დღეისთვის 350-მდე მედიკამენტზე ფასები მომატებულია. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, სულ ბრუნვაში 5000-ზე მეტი მედიკამენტია, აღნიშნული ციფრი კი 10%-იც კი არ არის იმ მედიკამენტებისა, რაზეც ფასმა იმატა.
“დღეს არანაირი ნიშანი არ არის, რომ ამ ღონისძიებების გატარება საჭიროა. ფასებს ბაზარი არეგულირებს”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
კვარაცხელიას განცხადებით, თუ დაინახავენ, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მინუსებში გადავიდა, სამინისტრო გარკვეულ ღონისძიებას გაატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები