“თუ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე ერთ თვეში არ გამოიძიეს, გარკვეულ პროცესებს დავიწყებთ“

„თუ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე მაქსიმუმ ერთ თვეში არ გამოიძიეს, უკვე გარკვეულ პროცესებს დავიწყებთ. ეს ასე არ დამთავრდება“, – აღნიშნული განცხადება გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მეტრეველმა ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღება ვაზაგაშვილის მიერ მოძიებულ მასალებზეც გამახვილა. მისი განცხადებით, იმ ადამიანთა ნაწილი, ვინც ვაზაგაშვილმა დანაშაულში ამხილა, ამ დრომდე ძალოვან უწყებებში მუშაობს.
„რამდენიმე ადამიანი, ვინც იური ვაზაგაშვილმა ამხილა, მოხსნეს, რამდენიმე კი ამ დრომდე რჩება თანამდებობაზე. იური ვაზაგაშვილი მართლა გმირი და ვაჟკაცი ადამიანი იყო. მან თავადვე ჩაატარა გამოძიება და მოქმედი მაღალჩინოსნები ამხილა. გაშიფრა ყველაფერი, თუ ვინ რა დანაშაული ჩაიდინა. მათ შორის ერთი, ჭანტურია, რომელიც გუშინ უჩა ნანუაშვილმა დაასახელა, დღესაც ძალოვან სტრუქტურაშია და ის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობს. რამდენიმე პროკურორის მოხსნა საქმეს ვერ უშველის, პრობლემა არის სისტემა. სააკაშვილმა დანაშაულებრივი სისტემა შექმნა, და ამ სისტემამ შექმნა უამრავი დამნაშავე და დანაშაული. ძალოვანი სტრუქტურები ძველი კადრებისგან უნდა გაიწმინდოს“,- განაცხადა ია მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები