"აშშ-ში ვიზიტი იყო როგორც ქვეყნის, ასევე ახალგაზრდა პრემიერის დაფასება"
„ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ აშშ-ში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს წარამტებული უწოდა. როგორც ბაღათურიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ობამასთან შეხვედრა იყო როგორც ქვეყნის, ასევე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრის დაფასებაც. „საკმაოდ სოლიდური და წარმატებული ვიზიტი ჰქონდა პრემიერ-მინისტრს აშშ-ში. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დააფასეს. ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა პრეზიდენტი ობამა, ეს იყო როგორც ქვეყნის, ასევე ახალგაზრდა პრემიერის დაფასებაც, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენად უნდა შევაფასოთ “, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.