ოლანდმა ებრაელებს მოუწოდა, საფრანგეთი არ დატოვონ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთში მცხოვრებ ებრაელებს მოუწოდა, ქვეყანა არ დატოვონ. ამის შესახებ ოლანდმა ქალაქ ოსვენციმის მახლობლად აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის განთავისუფლების 70 წლის იუბილეზე ისაუბრა.
„თქვენ აქ უნდა იყოთ, ეს თქვენი სახლია. საფრანგეთი – თქვენი ქვეყანაა“, – მიმართა ებრაელებს ოლანდმა.
შეგახსენებთ, პარიზში ებრაულ მაღაზიაზე თავდასხმის შემდეგ ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთში მცხოვრებ ებრაელებს ისრაელში გადასვლისკენ მოუწოდა.