რომის პაპმა ტრანსსექსუალი აუდიენციაზე მიიწვია
რომის პაპმა 48 წლის ესპანელი ტრანსსექსუალი დიეგო ნერია ლეიარაგა საცოლესთან ერთად დახურულ შეხვედრაზე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული „ტელეგრაფი“ ავრცელებს.
ლეიარაგა ქალი იყო, სქესის შეცვლის ოპერაციების ჩატარება მან 40 წლის ასაკში დაიწყო და 8 თვის წინ დაასრულა. ლეიარაგას სიტყვებით, ამის შემდეგ მშობლიურ ქალაქში ის ყველამ აითვალწუნა, ხოლო მღვდელმა მას „ეშმაკის ქალიშვილი“ უწოდა. მან რომის პაპს წერილი მისწერა, სადაც თავისი ისტორია უამბო.
როგორც ლეიარაგამ ესპანურ ყოველკვირეულ გამოცემა Hoy-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომის პაპი გულგრილი არ დარჩენილა მისი პრობლემების მიმართ და სატელეფონო საუბარში ის რომში მიიწვია. კონფიდენციალური შეხვედრა 24 იანვარს რომში, სანტა–მარტაში გაიმართა.
„შეხვედრა იყო შესანიშნავი, ინტიმური. უნიკალური გამოცდილება მივიღე, რამაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. მე, ბოლოს და ბოლოს, სიმშვიდე მოვიპოვე“, – აცხადებს ლეიარაგა.
ვატიკანის წარმომადგენლებმა მედიასთან შეხვედრის შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.