დონბასში კონფლიქტის მიმდინარეობისას 60 ბავშვი დაიღუპა
დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობისას, საერთო ჯამში, 60 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ბავშვთა უფლებებზე მომუშავე რწმუნებულმა ნიკოლაი კულებამ განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს АТО-ს ზონაში 50 ბავშვი, ხოლო წლეულს 10 ბავშვი დაიღუპა. კულებამ აღნიშნა, რომ 2 ბავშვი 24 იანვარს მარიუპოლში მომხდარი სროლის შედეგად გარდაიცვალა.
გარდა ამისა, 26 იანვარს დონეცკის ოლქის ავდეევკის საცხოვრებელი კვარტლების მიმართულებით სროლის შედეგად ერთი ბავშვი დაიჭრა. მან თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო.