გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით კონსულტაციებს განაგრძობს. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები აუცილებელია, რათა შერჩეულ კანდიდატებს მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეთ და პარლამენტში კონსენსუსით იყვნენ არჩეული.
„გრძელდება პრეზიდენტის მიერ დაწყებული კონსულტაციების პროცესი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის საკითხზე. დღეს შეხვედრა გაიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ საბჭოს ყველა წევრმა გამოთქვა კონკრეტული მოსაზრება ამ პოროცესის თაობაზე. საბჭოს თითოეულმა წევრმა ასევე გამოხატა საკუთარი პოზიცია შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით“, – განაცხდა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
შეხვედრისას კონკრეტული კანდიდატების შესახებ საუბარი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები