„არა ნაცტერორიზმს“- 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ რუსთაველის გამზირზე აქცია გამართა (ფოტოკოლაჟი)

„არა ნაცტერორიზმს“- 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ რუსთაველის გამზირზე აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობისკენ მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს. „არასამთავრობო ორგანიზაციებმა“ იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტიც გააპროტესტეს და ხელისუფლებას მომხდარის დროული გამოძიებისკენ მოუწოდეს.nac
როგორც “კვირას“ აქციაში მონაწილე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „პოზიციის“ ხელმძღვანელმა გურამ ადამაშვილმა განუცხადა, მათ პროტესტი გამოთქვეს იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა. მისივე თქმით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტი აღნიშნული სისტემის შედეგია.
“ჩვენ გავაპროტესტეთ ბოლო დროს განვითარებული მოცლენები, კერძოდ, იური ვაზაგაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტი. მივმართავთ სამართალდამცვავ ორგანოებს, დროულად იქნას გამოძიებული შემზარავი ფაქტი და დამნაშავეები შესაბამისად დაისაჯონ“, – განუცხადა კვირას“ გურამ ადამაშვილმა.
adam
დღეს გამართულ აქციაში დაახლოებით 300-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.
აქციის გამო ავტომობილების მოძრაობა არ შეფერხებულა.
nac1
nac4
adam2

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები