ჩაფიძე გომელაურის დანიშვნას “საუკეთესო გადაწყვეტილებად” აფასებს

უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე მიესალმება ვახტანგ გომელაურის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. მისი თქმით, ვახტანგ გომელაური, მისი პროფესიონალური უნარ-ჩვევებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, თავს გაართმევს დაკისრებულ პასუხისმგებლობას.
„მივესალმები ბატონი ვახტანგ გომელაურის დანიშვნას. ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, ვინაიდან, მას ყველა ის პროფესიონალური უნარ-ჩვევა გააჩნია, რითიც შეძლებს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებას“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები