ვახტანგ გომელაურის ქონებრივი დეკლარაცია

ვახტანგ გომელაურს, რომელიც შს მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა, მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.
ვახტანგ გომელაურმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს, 2014 წლის 27 მაისს შეავსო, მაშინ ის შს მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
დოკუმენტის თანახმად, ვახტანგ გომელაურის სახელზეა რეგისტრირებული ვარკეთილის დასახლებაში ერთი საცხოვრებელი სახლი, იმავე კორპუსში კიდევ ერთი ბინა გომელაურის მეუღლის ნინო კუდუხაშვილის სახელზეა გაფორმებული. ნინო კუდუხაშვილის სახელზეა რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანა HONDA CRV. 1998. WNW-272.
ვახტანგ გომელაურის პირად ანგარიშზეა 20 000 აშშ დოლარი და 1 4000 ლარი.
ვახტანგ გომელაურმა შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან ხელფასის სახით 2013 წელს – 84 112 ლარი მიიღო. მინისტრის მოადგილეს ბანკ „ქართუდან“ სესხიც – 15 000 აშშ დოლარი აქვს აღებული. ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროს, ვახტანგ გომელაურს ბანკიდან აღებული სესხიდან 5 9 00 აშშ დოლარი უკვე გადახდილი ჰქონდა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ვახტან გომელაურმა 2013 წელს საცხოვრებელი სახლის რემონტისთვის 30 000 ლარი დახარჯა. ვახტანგ გომელაური შს მინისტრის მოადგილედ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა.
შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შს მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაური წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები