საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკელ კონგრესმენ დავინ ნუნიესს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკელ კონგრესმენ დავინ ნუნიესს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართევლოში მიმდინარე რეფორმებზე, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და ნატოს 2014 წლის სამიტის პერსპექტივებზე იმსჯელეს. კონგრესმენი ნუნიე დაინტერესდა კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარებით და ე.წ. ბორდერიზაციის საკითხით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონგრესმენი საქართველოში დაპატიჟა, რასაც კონგრესმენი ნუნიე სიამოვნებით დათანხმდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემასა და ადამიანის უფლებებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობისთვის პრიორიტეტი ადამიანის უფლებები და სამართლიანობის დამკვიდრებაა. ირაკლი ღარიბაშვილმა კონგრესმენს განუმარტა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია და მთავრობამ ამ მიმართულებით სპეციალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა, რომელსაც უახლოეს მომავალში პარლამენტი დაამტკიცებს. კონგრესმენთან შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ.