ბიძინა ივანიშვილი: ვაზაგაშვილმა ისეთი დეტალები მითხრა და აქეთ მამშვიდებდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ იური ვაზაგაშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა, – აღნიშნულის შესახებ ექსპრემიერმა საზოგადოებრივ დარბაზ “ჯაზუში”, იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა.
როგორც ექსპრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის იური ვაზაგაშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და იგი იმ თანამდებობის პირების გადაყენებას ითხოვდა, რომლებიც მისი შვილის მკვლელობაში არიან გარეულები.
ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, იური ვაზაგაშვილი ამბობდა, რომ უკრაინაში გამოჩნდა მოწმე, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებს და ამით ძალიან გახარებული იყო.
“ძალიან ვინერვიულე, ისეთი დეტალები მითხრა და აქეთ მამშვიდებდა. რამდენიმე დღეში კიდევ უნდა შევხვედროდი”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები