იაპონელი მძევლების გადასარჩენად საათზე ნაკლები დრო რჩება

დღეს, იაპონიის დროით -12: 50 საათზე (საქართველოს დროით -14:55 საათი) ისლამელი ექსტრემისტების მიერ დატყვევებული იაპონელი მძევლების დრო ამოიწურება. თუ იაპონიის მთავრობა ტერორისტების მიერ დაწესებულ 200 მილიონ დოლარს არ გადაიხდის, მაშინ ექსტრემისტები მძევლებისთვის ყელის გამოჭრით იმუქრებიან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძევლები სირიაში სამშაბათს დაატყვევეს. ექსტრემისტებმა იაპონიის მთავრობას სამდღიანი ვადა დაუთქვეს. როგორც აღვნიშნეთ, ეს ვადა სწორედ დღეს დღის პირველ ნახევარში იწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები