დონეცკში ნაღმის აფეთქებას მოზარდი ემსხვერპლა, მისი ოჯახის წევრები კი დაიჭრნენ
დონეცკში, სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, 9 წლის ბიჭი დაიღუპა, მისი 14 წლის ძმა და ბებია კი დაიჭრნენ. აღნიშნულ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც სააგენტოები ადგილობრივ მილიციაზე დაყრდნობით იტყობინებიან, სახლს ჭურვი მოხვდა, რა დროსაც აღნიშნული მოხდა.
აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში, ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება.