მერკელი რუსეთს მსოფლიო წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იუწყება, რომ მეორე მსოფლიო ომის მიერ დამყარებული სტაბილური მდგომარეობა მსოფლიოში რუსეთმა დაარღვია.
“ყირიმის ანექსია, მისი საზღვრებისა და ტერიტორიული მთიანობის აღიარება, ფასეულობების დარღვევაა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სწორედ ამ ფასეულობებით შევძელით, რომ ევროპული მსოფლიო წესრიგი შეგვექმნა “, – განაცხადა მერკელმა.
მერკელი ასევე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მცირე ძვრები არსებობს. თუმცა, რიგი საკითხების გადაჭრა, ჯერ კიდევ წინ არის. კანცლერის თქმით, რუსეთისთვის მინსკის შეთანხმებასაც კი არ ჰქონდა ძალა, და ის უხეშად არღვევს ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ ნორმებს.