ტერორისტის პროცესზე „მი-5“-ის აგენტები პარიკით და გრიმით წარსდგებიან
ბრიტანული სპეცსამსახურის „მი-5“-ის ექვსმა ფარულმა აგენტმა, ნიუ-იორკის მოსამართლისგან უფლება მიიღეს, სასამართლოს წინაშე შეცვლილი გარეგნობით წარსდგნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„მი-5“-ის თანამშრომლები მოწმის სახით „ალ-ქაიდას“ წევრი ტერორისტის აბიდ ნასერის პროცესზე დაიკითხებიან, რომელსაც 2009 წელს მანჩესტერის სავაჭრო ცენტრში აფეთქების ორგანიზება ედება ბრალად.
მოსამართლე რეიმონდ დირიმ აგენტებს შესანიღბად პარიკის და გრიმის გამოყენების საშუალება მისცა, რადგან ნამდვილი გარეგნობის გამოყენების შემთხვევაში მათ საფრთხე შეექმნებათ – წერს Associated Press-ი.
პროცესი თებერვალში დაიწყება. აგენტი მოწმეები სასამართლოს წინაშე ნომრებით წარსდგებიან.
სწორედ ეს აგენტები უთვალთვალებდნენ აბიდ ნასერს მანჩესტერში ტერაქტის მომზადებისას.
„ალ-ქაიდას“ წევრს თავისუფლების სამუდამოდ აღკვეთა ემუქრება. სპეცსამსახურების ინფორმაციით, „ალ-ქაიდა“ მაშინ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ტერაქტების ერთდროულად განხორციელებას გეგმავდა. ტერაქტების კოორდინირება პაკისტანიდან ხდებოდა.