იემენის პრეზიდენტმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პოსტზე უარი განაცხადა
იემენის პრეზიდენტმა აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადიმ გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ცნობილი გახდა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მკურნალობის კურსის ჩასატარებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.
ყოფილი პრეზიდენტის ინაუგურაცია, 2012 წლის 21 თებერვალს გაიმართა. ქვეყნის ახალი კანონმდებლობით, პრეზიდენტს მხოლოდ 2 წლით ირჩევენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალ-ჰადი ხელისუფლებაში აღარ დაბრუნდება და პრეზიდენტობის მეორე ვადისათვისაც აღარ იბრძოლებს.