დონეცკის აეროპორტში 600-მდე უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა
დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ცენტრალური აეროპორტის ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებას უკრიანელ სამხედროებსა და ადგილზე მებრძოლ სეპარატისტებს შორის 600-მდე უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “რია რუ” იუწყება, სეპარატისტების მიერ დატყვევებული ჯარისკაცების რაოდენობა 44-ს აღწევს.
შეგახსენებთ, დღეს, დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო დაპირისპირება განახლდა. გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ დღეს, დაიღუპა 6 უკრაინელი ჯარისკაცი, 20-მდე კი დაშავდა.
გარდა ამისა, აეროპორტის მახლობლად მდებარე ქუჩაზე სამგზავრო ავტობუსი, ტროლეიბუსი და მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა. გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 მიაღწია.