იური ვაზაგაშვილის ცხედარი სახლშია გადასვენებული

იური ვაზაგაშვილის ცხედარი სახლშია გადასვენებული. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა შუადღისთვის დასრულდა. საგამოძიებო მოქმედებებში ოჯახის დაქირავებული სპეციალისტიც მონაწილეობდა.
ვაზაგაშვილების ადვოკატის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ დამატებითი კვლევა აფეთქების ადგილზეც ჩატარდეს.
შეგახსენებთ, რომ იური ვაგაზაშვილი გუშინ კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე ყვავილები მიიტანა, აფეთქება სწორედ იმ დროს მოხდა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები