როგორ აფასებს ნინო ბურჯანაძე ღარიბაშვილი-ობამას შეხვედრას?

  პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს პრემიერისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრას დადებითად აფასებს. „მე მხოლოდ პოზიტიურად შემიძლია შევაფასო ის ფაქტი, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მაღალი რანგის შეხვედრა შედგა, თუმცა აქ გასაკვირი არაფერია. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდებოდა ასეთი შეხვედრა რომ არ შემდგარიყო. პროტოკოლური შეხვედრა იყო, ობამა რამდენიმე წუთით შევიდა, რომ საქართველოსადმი თავისი დამოკიდებულება დაეფიქსირებინა და ეს სრულიად ბუნებრივია იმ მნიშვნელოვანი ურთიერთობებიდან გამომდინარე, რომელიც აშშ-სა და საქართველოს აქვს. თუნდაც იმ რეალობის გამო, რომ ავღანეთში ჩვენი ჯარებია და ეს მიმართულება კიდევ უფრო აქტიურდება. აქედან გამომდინარე, ასე რომ არ ყოფილიყო, გამიკვირდებოდა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები