საქართველოში სომხეთის საელჩოს წინ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს
საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს წინ, სომეხი ერისადმი სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
აქცია სოციალური ქსელ ფეისბუქის მეშვეობით დაიგეგმა.
აქციის მონაწილეებმა საელჩოსთან საქართველოსა და სომხეთის დროშები, ასევე ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.
რუსი სამხედრო ვალერი პერმიაკოვი ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის, 2 წლის გოგონა 12 იანვარს მოკლული იპოვეს.
როგორც რუსულმა, ისე სომხურმა მხარემ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პერმიაკოვის საქმეს რუსული მხარე განიხილავს. ამ გადაწყვეტილებამ და ეჭვმიტანილის დაუკავებლობამ საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.