საინფორმაციო სააგენტო „პირWელი“ ჯანდაცვის სამინისტროს აქციას უერთდება

საინფორმაციო სააგენტო „პირWელი“ ჯანდაცვის სამინისტროს აქციას უერთდება. „პირWელის“ გზავნილებია: ზუსტი სტატისტიკის შემუშავება, სამედიცინო ინსტრუმენტების სტერილიზაციის კონტროლი და მედპერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება.
სააგენტო გამოწვევას უგზავნის პირველ ლედის მაკა ჩიჩუას, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „ერისიონს“ და საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოუწოდა მთავრობისა და საზოგადოების წევრებს, ასევე მედიასაშუალებებს გამოხატონ საკუთარი მოსაზრება, მიწერონ ჯანდაცვის სამინისტროს 3 გზავნილი, თუ როგორ შეიძლება დავამარცხოთ C ჰეპატიტი. აზრის გამოხატვა უნდა მოხდეს სოციალურ ქსელში და მოინიშნოს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ფეისბუქგვერდი, რათა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა აკონტროლის და მონიტორინგი გაუწიოს რა სახის გზავნილები შევა საზოგადოებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები