დაიკარგა თუ არა გიორგი სააკაძის ხმალი – ირმა ინაშვილი მუზეუმებში არსებული ვითარების გამოძიებას ითხოვს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში არსებული ვითარების გამოძიებას ითხოვს, რომელიც ამ ადგილებში დაცული სამუზეუმო ექსპონატების დაკარგვას ეხება.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით მუზეუმებში დაცული ეროვნული საგანძური საფრთხის ქვეშ არის. ამის შესახებ, საუბრობენ სხვადასხვა მუზეუმის თანამშრომლებიც. ექსპონატები დაკარგულია თუ სხვა მუზეუმებშია გადატანილი, ზოგადად, მუზეუმებში და საცავებში არსებული მდგომარეობა გამოძიებამ უნდა შეისწავლოს. ჩვენ გვახსოვს, რომ სვანეთის საგანძური ყინვაში კონტეინერებში იყო განთავსებული, რაზეც წესით სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო, მაგრამ არავინ დაინტერესებულა და დღესაც არ ვიცით, რა მდგომარეობაშია“, – ამბობს ირმა ინაშვილი.
მისივე თქმით, ერთ-ერთ მუზეუმში დაკარგულ სამუზეუმო ექსპონატებს შორისაა გიორგი სააკაძის ხმალი. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კი ამბობენ, რომ ირმა ინაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებზე კომენტარს არ გააკეთებენ. მათი განცხადებით, მუზეუმიდან არცერთი ექსპონატი სხვაგან არ გადაუტანიათ. მუზეუმში განმარტავენ, რომ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ფოტოზე ქართველი მესაჭურვლის გოჩა ლაღიძის მიერ შექმნილი ხმალია აღბეჭდილი. ხმალი 2011 წელს არის დამზადებული და გიორგი სააკაძის ხმლის ინტერპრეტაციაა.

10937472_794824427233278_684145424_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები