ლევან ყიფიანმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და სამინისტროს თანამშრომლებმა, კოჯორში იუნკერთა მემორიალთან, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალი დღეს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგნელებმაც მოინახულოეს.
25 თებერვალს, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში სახელმწიფო უწყებების ყველა შენობასთან აღმართული სახელმწიფო დროშები დაშვებულია.