რიმა ბერაძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი წელი მიულოცა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, საკუთარ საარჩევნო ოლქში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეწვია, ძველით ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, საახალწლო საჩუქრები თავად ჩუღურეთის რაიონის ბიუროს წარმომადგენლებმა საკუთარი სურვილით და რესურსებით შეაგროვეს, რათა ამით ამ ოჯახებისათვის არა მარტო ეკონომიური, არამედ სულიერი და მორალური გვერდში დგომა გამოეხატათ.
„მინდოდა ჩუღურეთელებისათვის ახალი წელი და კალანდობა მიმელოცა. ჩვენ უკვე ვიყავით რამდენიმე ოჯახში და დღის ბოლომდე კიდევ ვაპირებთ მოვინახულოთ და პირადად მივულოცოთ მათ დღევანდელი დღე. მიმაჩნია, რომ ყოველი ჩვენთაგანის ვალია, ამ ადამიანებისათვის ამ მართლაც მძიმე ყოფის შემსუბუქება, ვინაიდან ეს ყურადღება და მორალური მხარდაჭერა მათთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. მათ აუციელბლად უნდა იგრძნონ ზრუნვა, სითბო და ყურადღება და ეს ნამდვილად ჩვენი ვალია. თითოეული ჩვენთაგანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ის პასუხისმგებლობა არის და უნდა იყოს კიდეც, რაც ამ ადამიანების წინაშე გვაქვს აღებული“–განაცხადა რიმა ბერაძემ.
მისივე თქმით, დღეს არა მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახებს დაეხმარებიან, არამედ იმ ოჯახებისაც, რომლებიც წლების მანძილზე ცხოვრობდნენ უკიდურეს გაჭირვებაში და ელოდნენ სოციალური სტატუსის მინიჭებას.
„ბიუროში სოციალური სტატუსის მინიჭების თხოვნით რამდენიმე ოჯახმა მოგვმართა. ჩვენ კანონიერი გზებით მოვახერხეთ დროული რეაგირება და გავუწიეთ ამ იჯახებს შუამდგომლობა. სოციალურმა სამსახურმა ოპერატიულად მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება და ძალიან მოხარული ვარ, რომ პირადად მომიწია მათთვის ამ სიახლის შეტყობინება“–აღნიშნა დეპუტატმა.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ახალი წლის მილოცვის პარალელურად, რიმა ბერაძემ საარჩევნო ოლქში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მონიტორინგიც განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები