„ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ფონდ “ქართუს” პროექტები აბსოლუტურად განსხვავებულია“

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი და ფონდი “ქართუს” მიერ დაგეგმილი ტექნიკური უნივერისტეტის პროექტი აბსოლუტურად სხვადასხვა პროექტებია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
კვირიკაშვილის განმარტებით, პირველი პროექტი მილენიუმის პროგრამით განსაზღვრულ კომპონენტში ბათუმში უნდა განხორციელებულიყო. ხოლო პროექტი, რომლის განხორციელებასაც “ქართუ” აპირებს, ეს იქნება საუნივერისტეტო კამპუსი საერთაშორისო ბრენდის შემოყვანით საქართველოში.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერისტეტის შენობის აუქციონზე გატანის თემასთან დაკავშირებით სპეკულაციები უადგილოა, რადგან ეს ობიქტი იყიდება ჩვეულ რეჟიმში, როგორც ძალიან ბევრი უძრავი ქონება.
“ამერიკული მხრიდან დაწუნებული იქნა ეს პროექტი იმ უნივერისტეტისთვის, რომელზეც იყო საუბრი. ამაზე განცხადება გააკეთა განათლების მინისტრმა. არსებობს შესაბამისი დოკუმენტი, წერილი, რომელიც ამერიკულმა მხარემ გამოუგზავნა 2011 წელს პრემიერ-მინისტრს. ამიტომ, მე მგონია, რომ სპეკულაციები აბსოლუტურად უადგილოა. ეს ქონება ჩვეულებრივად მოექცა საპრივატიზაციო ქინების ნუსხაში. ჩვეულებრივი პროცედურაა, როგორც ხდება ხოლმე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ შეფასების შედეგად და მოკვლეული წინასწარი ინტერესის შედეგად ხდება წინასწარი ფასის დადგენა და გადის აუქციონზე, სადაც თუ ეს შენობა უფრო მეტი ღირს, რა თქმა უნდა, ინვესტორები გააკეთებენ უფრო მაღალ შენატანს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები