„Charlie Hebdo“–ს ახალ ნომერს არაბულ და თურქულ ენებზე გადათარგმნიან

ფრანგული სატირული ჟურნალის „Charlie Hebdo“ –ს ახალი ნომერი უკვე არაბულ და თურქულ ენებზეც იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ სპეციალურ პრეს–კონფერენციაზე ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა ჟერარ ბიარმა ისაუბრა. ამ ინფორმაციას „The Guardian“–ი ავრცელებს. პრეს–კონეფერენციაზე ბიარმა და სხვა თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ ახალ ნომერში ისევ გამოჩნდება ისლამის წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა. გავრცელებული ინფორმაციით, მწვანე ფონზე გამოსახული იქნება მტირალი მუჰამედი, რომელსაც ხელში ფირფიტა წარწერით „Je suis Charlie“ ( მე ვარ ჩარლი) ეჭირება. კარიკატურა ჟურნალის თანამშრომელმა შექმნა, რომელიც ფსევდონიმით ლუზი გახლავთ ცნობილი.
პრესკონფერენციაზე ლუზიმ განაცხადა, რომ კარიკატურის შექმნის გამო არანაირ შიშს არ გრძნობს. „ჩვენ ხალხის ინტელექტში და მათ იუმორის გრძნობაში დარწმუნებული ვართ. ადამიანებს, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს, იუმორის გრძნობა არ გააჩნიათ“, – განაცხადა ლუზიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალის ახალი ნომრის ტირაჟი , ძველი 60 ათასიანი ტირაჟისგან განსხვავებით – 3 მილიონი ეგზემპლარი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები