საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 226 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 226 სამხედრო მოსამსახურე შეემატა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალი ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. გენერალ-მაიორმა რეკრუტებს ფიცის დადება მიულოცა და წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.
ფიცის მიღებამდე რეკრუტებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. რეკრუტები საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს 9 კვირის განმავლობაში გადიოდნენ. სამხედროებს მეცადინეობები საცეცხლე, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებაში, ასევე, სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში ჩაუტარდათ. მომზადება საველე და საკლასო პირობებში ხორციელდებოდა.
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულები საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფში გააგრძელებენ საკონტრაქტო სამსახურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები