სამართალდამცავებმა მერიის ყოფილი თანამშრომლები დაკითხეს

მერიის ყოფილი თანამშრომლები ორი საათის განმავლობაში საპატრულო პოლიციის ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში იკითხებოდნენ. პოლიციას ჩვენება ზედამხედველობის სამსახურის კრწანისის რაიონული განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა და ამავე სამსახურის ყოფილმა სპეციალისტებმა მისცეს.
საქმე ეხება 2014 წლის 3 სექტემბერს გავრცელებულ საიდუმლო ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, ხაბურძანიას და კვარაცხელიას იმდროინდელი ხელმძღვანელი სამსახურიდან წასვლას აიძულებდა. დაკითხვა სწორედ ამ ფარული ჩანაწერების მოპოვებას და გავრცელებას ეხებოდა.
„ფარულ ჩანაწერებში, რომელიც მე წარმოვადგინე პროკურატურაში, პირდაპირ და ნათლად ჩანს სისხლის სამართლის დანაშაული. ჩემი სამსახურის ყოფილი უფროსი გეგი ნიჟარაძე და დავით მედულაშვილი პირდაპირ მეუბნებიან, რომ მე უნდა დავტოვო სამსახური, რადგან არ ვარ მათი გუნდის წევრი“, – აცხადებს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ირაკლი კვარაცხელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები