ესტონეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი ეწვია.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო სტუმარს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დახვდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც გაფართოებული მოლაპარაკებები გაიმართება. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები