ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 14 იანვარს გაიმართება

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 14 იანვარს ბრიუსელში, ნატოს შტაბინაში გაიმართება. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, სხდომა ელჩების დონეზე შედგება. მისივე თქმით, განიხილება 2014 წლის ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი.
საგარეო უწყების სპიკერის განცხადებით, შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები