სანდრო ბრეგაძე: მეც ვითხოვ ამ სანდრო ბრეგაძის გადაყენებას

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მის გადაყენებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ განცხადებას “ფეისბუქის” პირად გვერდზე პასუხობს.
ვუერთდები მოთხოვნას და მეც ვითხოვ ამ სანდრო ბრეგაძის გადაყენებას. თავისი რწმენის სიყვარულის გამო,თავმოყვარეობისა და შეურაცხყოფებზე თვალის არდახუჭვის გამო ვითხოვ მის გადაყენებას, როგორ გაბედა და სიტყვა შეუბრუნა ეკლესიის მაგინებლებს???. ისე თუ მთავრობაში ვინმე, ერთი კაცი მაინც ისე ფიქრობს, როგორც ეკლესიის,სარწმუნოების და პატრიარქის მტრები, მაშინ ეს ბრეგაძე მართლა გადასაყენებელია, რადგან მისი ადგილი ასეთ მთავრობაში მართლა არაა. ერთი უფრო კრეატიული აზრი მომივიდა – მოდი საერთოდ კოცონზე დავწვათ სახალხოდ, რომ სხვამაც ვერ გაბედოს სიტყვის შებრუნება ე.წ. არასამთავრობოებზე. საერთოდ კონსტიტუციაში ჩავწეროთ,რ ომ ის ვინც გაბედავს განსხვავებული აზრის დაფიქსირებას ამ ე.წ. არასამთავრობოების მიმართ გავნდევნოთ, გადავასახლოთ და მოქალაქეობა ჩამოვართვათ.!!!!!! – წერს ბრეგაძე ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები