ქართველი ჟურნალისტები ფრანგი კოლეგების მხარდასაჭერად აქციას გამართავენ

“მე ვარ შარლი” – ამ სახელწოდებით თბილისში, საფრანგეთის საელჩოსთან საღამოს 7 საათზე აქცია გაიმართება. სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები პარიზში გამომცემლობა „შარლი ებდოზე” მომხდარ თავდასხმას გააპროტესტებენ. ისინი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებენ. მათი შეფასებით, ეს იყო ტერაქტი მიმართული თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.
“როდესაც უდანაშულო ადამიანებს შეუვარდები სამსახურში და დახოცავ ავტომატით, ეს არ მგონია, რომ რომელიმე რელიგიის ან ღმერთის ჭეშმარიტ მიზნებს შეესაბამებოდეს. საფრანგეთი დალაგებული ქვეყანაა იმისთვის, რომ თუ რამე არ მოგწონს და ფიქრობ, რომ თავისუფლებები გეზღუდება, ეს პრობლემა სასამართლოს გზით მოაგვარო”, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა თენგო გოგოტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები