საქართველოს მუსლიმთა სამმართველო პარიზის ტერაქტს ვანდალურ აქტს უწოდებს

საქართველოს მუსლიმთა სამმართველო პარიზში მომხდარ ტერაქტს აფასებს.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამის ეგიდოვი პარიზში მომხდარ ტერაქტს ვანდალურ აქტს უწოდებს.
„ჩვენ ვგმობთ მომხდარს და ვწუხვართ, რომ ეს ყველაფერი ასოცირდება ისლამის სახელთან. ჩვენ ვემიჯნებით მათ“,- განაცხადა რამის ეგიდოვმა.
აღნიშნული განცხადება მუსლიმთა წინამძღოლმა შეკრებაზე გააკეთა, რომელზეც დაგეგმილი იყო საუბარი სხვა რელიგიურ საკითხზე – წელს მუჰამედ მოციქულისა და იესოს დაბადების თარიღები ერთმანეთს დაემთხვა. აღნიშნული ძალიან იშვიათად ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები