საქართველოში საფრანგეთის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება

საქართველოში საფრანგეთის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება. საელჩოს ინფორმაციით, პარიზში, Charlie Hebdo-ზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით მსურველებს სამძიმრის წიგნში ჩანაწერის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ 9 იანვარს – 10:00 დან 12:00-მდე და 14:00 დან 16:00-მდე.
შეგახსენებთ, რომ ტრაგედია საფრანგეთსი გუშინ მოხდა. Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის ჟურნალის თანამშრომლები და ორი პოლიციელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები