გუდაურში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს

გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, თათბირზე დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას განიხილავენ.
თათბირს ესწრებიან – შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები