გემიდან, რომელმაც კატასტროფა განიცადა, 4 ქართველი ევაკუირებულია

თურქეთის ქალაქ სამსუნის ნავსადგურში ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი გემის „გულფროის” ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ოთხი ქართველი წევრი ევაკუირებულია. საგარეო უწყების ინფორმაციით, ისინი არ დაშავებულან და საფრთხე არ ემუქრებათ. მათივე ცნობით, ეკიპაჟის წევრები სამსუნში, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 8 იანვარს, ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავმა გემმა – „გულფროიმ” თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, სამსუნის ნავსადგურის რეიდზე განიცადა კატასტროფა და შეეჯახა რიფს მარცხენა ბორტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები