სამართალდამცველთა მიერ დაკავებული მოქალაქეს დაჰპირდა, რომ შეწყალების კომისიის წევრებს მოისყიდიდა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე დავით ჯინჭარაძე დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაჰპირდა, რომ მსჯავრდებული პირის შეწყალების სანაცვლოდ, შეწყალების კომისიის წევრებს გადასცემდა 5 000 ლარს, რის შედეგადაც, მსჯავრდებული გათავისუფლდებოდა დარჩენილი მოსახდელი სასჯელისგან. აღნიშნულ თანხას დავით ჯინჭარაძე მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა. დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180 – ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 -დან 9 წლამდე ვადით.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=aMJtiONFRd0″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები