შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენის მუშაობა გახანგრძლივდება
თბილისის მერია შობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენის მუშაობა გახანგრძლივდება.
მათივე თქმით, მეტროპოლიტენი 04:30 საათამდე იმუშავებს და მგზავრთა გადაადგილება 23:00 საათიდან 04:30 საათამდე უფასო იქნება. „შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენის მუშაობა გახანგრძლივდება. მეტროპოლიტენი 04:30 საათამდე იმუშავებს და მგზავრთა გადაადგილება 23:00 საათიდან 04:30 საათამდე უფასო იქნება. გარდა ამისა, 7 იანვარს „ალილოს“ მსვლელობის გამო რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. მსვლელობა 7 იანვარს, 14:00 საათზე „ვარდების მოედნიდან“ დაიწყება და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება. თბილისის მერიამ „ალილოს“ მსვლელობისთვის ოთხი ავტობუსი გამოყო. „ალილოს“ მონაწილეები შემოწირულობებს ავტობუსების საშუალებით ბავშვთა სახლებს გადასცემენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.