იტალიაში ქართველი ქალი ჭაში გარდაცვლილი ნახეს – დაღუპულის ოჯახი დახმარებას ითხოვს

იტალიელმა სამართალდამცავებმა რამდენიმე თვის წინ დაკარგული ქართველის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ფლორენციის პროვინცია სკანდიჩთან ახლოს, ხუთი მეტრი სიღრმის ჭაში იპოვეს.
ლალი ნამჩევაძის ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. იტალიაში გარდაცვლილი ქალბატონის მეუღლე დემურ შანიძე ხელისუფლებას მიმართავს, რომ დნმ-ის ანალიზისა და ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ოჯახს იტალიიდან ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაში დაეხმარონ. დემურ შანიძის განცხადებით, აღნიშნული პროცედურა დაახლოებით 4 ათასი ევრო ჯდება, რისი საშუალებაც მათ არ აქვთ.
ლალი ნამჩევაძე 2014 წლის 12 თებერვალს დაიკარგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები