გუდაურში თოვლის საფარმა 170 სმ-ს მიაღწია
გუდაურში დიდთოვლობაა. თოვლის საფარმა 170 სმ-ს მიაღწია. გარდა ამისა, წუხელ ღამით თოვდა ბაკურიანში, შოვში, ფასანაურში, სტეფანწმინდაში, რიკოთზე, ამბროლაურში, მესტიაში, გორში.
დასავლეთ საქართველოს ბარში წვიმს. ამასთან, მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ყინვები. მთასა და მაღალმთაში, ზოგიერთ რაიონში კი ძლიერად თოვს. მოსალოდნელია ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
გარდა ამისა, სინოპტიკოსები თოვლს ელოდებიან დედაქალაქშიც.