ნინია კაკაბაძე: გულწრფელად რომ გითხრათ, უხერხულ მდგომარეობაში ვარ

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე მის მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
კაკაბაძე ილია მეორესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს უვნებელს უწოდებს. მისთვის გაუგებარია, რატომ მოჰყვა აღნიშნულ პოსტს ფართო გამოხმაურებები.
“მოკლედ, ნამეტანი უხერხულ მდგომარეობაში ვარ გულწრფელად რომ გითხრათ. ერთ უვნებელ (ან გაგეღიმებოდა ან არა, ძაან სასაცილოც არ იყო) პოსტს იმხელა ამბავი მოყვა. რამე მაინც დამეწერა, სიტყვით გამოვსულიყავი, რამე გამეკეთებინა… ერთი წინადადება ავკრიფე ტელეფონიდან და ერთისთვის ჯოჯოხეთის მაშხალა გამოვედი და მეორისთვის გმირი. გმირობა ნამდვილად არ დამიმსახურებია და მაშხალა კი ვარ, გარკვეულწილად. მოკლედ ბოდიში, რომ ამდენი ყურადღება წაგართვით, თორემ ვინც ეს პოსტი “რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფად” მიიღო, იმას ვერაფრით დავეხმარები“,- წერს ნინია კაკაბაძე.
შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 4 იანვარს 82 წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა.
“სამებაში პატრიარქის Birthday party-ია, მგონი, დილიდან გამაყრუეს ზარებმა”, – წერს სოციალურ ქსელში ნინია კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები