რა ინფორმაცია მიაწოდეს ბარაკ ობამას?

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ბარაკ ობამასა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შესახებ ისაუბრა. ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს მცდელობა, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მოახდინოს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ძალიან დადებითად შეაფასა.
“საქართველოს ეს მცდელობა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ დადებითი ნაბიჯად არის შეფასებული. როგორც მან მოგვიწოდა, ვიყოთ ასეთივე კონსტრუქციულები მომავალშიც, რადგან ეს ჩვენს პარტნიორებსაც უიოლებს რუსეთთან ურთიერთობას, მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს”,-აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ ვითარდება ეს ურთიერთობები. “მიუხედავად იმისა, რომ ეს კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგმულია და რუსეთის მხრიდანაც ზოგიერთი ტექნიკური ნაბიჯის განხორციელებაში არის ხელშეწყობა, პროგრესი, დღევანდელი ინფორმაციით, ისევ გაგრძელდა მავთულხლართების დამონტაჟება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რის თაობაზეც აშშ-ის პრეზიდენტს ინფორმაცია მიეწოდა”,- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები