ოლანდი: რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესება უნდა შეჩერდეს

რუსეთში ეკონომიკური კრიზისი ევროკავშირს სარგებელს არ მოუტანს და მოსკოვის მიმართ სანქციების დაწესება უნდა შეჩერდეს. ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რადიოსადგურ „France Inter“-ის ეთერში გააკეთა. აღნიშნულის მთავარ პირობად ოლანდმა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება დაასახელა.
„რუსეთში კრიზისი ევროპას კარგს არაფერს მოუტანს. მე არ გამოვდივარ უარესი პოლიტიკის სასარგებლოდ და მივიჩნევ, რომ ახლა სანქციები უნდა შეწყდეს “, – განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.
ამასთან, ოლანდმა აღნიშნა, რომ სანქციების რეჟიმი ძველ ფორმატში დარჩება, თუ უკრაინის საკითხზე პროგრესი არ შეიმჩნევა.
„სანქციები უნდა მოიხსნას, თუ უკრაინის საკითხის მოსაგვარებლდ ნაბიჯები გადაიდგმება. თუ არადა, სანქციები შენარჩუნდება“, – განაცხადა ოლანდმა.
„ბატონ პუტინს აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია არ სურს,- მან ზუსტად ასე მითხრა. ის, რის მიღწევასაც ცდილობს – გავლენის შენარჩუნება და უკრაინის ნატოს ბანაკში გადასვლისგან თავის არიდებაა. მთავარი იდეა – საკუთარ საზღვრებთან სამხედროების ყოფნის დაუშვებლობაა“, – განაცხადა ოლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები