„საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები რეალურად ახალ ეტაპზე გადადის“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრა შეაფასა. ღარიბაშვილის განცხადებით, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. მისივე თქმით, საქართველო აშშ-სთან ურთიერთობა რეალურად ახალ ეტაპზე გადადის.
„მე შევხვდი აშშ-ის პრეზიდენტს, ბატონ ბარაკ ობამას, ასევე – ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. ჩვენ განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, ჩვენმა მთავრობამ მიიღო სრული მხარდაჭერა ამერიკის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის სახელით. მათ დაგვიდასტურეს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს. მე ასევე მივიღე დადასტურება და მზადყოფნა, რომ გაღრმავდეს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. მთლიანობაში ეს იყო ძალიან პოზიტიური, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ აშშ საქართველოსთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ ურთიერთობების გაღრმავების გამტკიცებას და რეალურად ახალ ეტაპზე გადავდივართ ამერიკასთან ურთიერთობების სფეროში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები