ნანი ბრეგვაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კონცერტს მიუძღვნის

 

   თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ხვალ ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტი გაიმართება, რომელსაც ლეგენდარული მომღერალი, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, 82-ე დაბადების დღეზე მიუძღვნის.
ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს კულტურის პალატა გახლავთ, მხარდამჭერები კი, საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია და თბილისის საკრებულო არიან.
კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ – გიორგი ცაგარელი (ალტი) და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.
იდეისა და სიმღერების ორიგინალური ვერსიების ავტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველია, დამდგმელი რეჟისორი – დავით დოიაშვილი, მუსიკალური პროდიუსერი – მარინა ბერიძე, სცენარის ავტორი – თეო ჯორბენაძე, სცენოგრაფია – გოგიკო საყვარელიძე, მხატვარი – ვანო ჭელიძე, გენერალური პროდუსერი – დავით ოქიტაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები