გიორგი მარგველაშვილმა თებერვალში პარლამენტს ანგარიში უნდა ჩააბაროს

  თებერვლის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ანგარიში უნდა ჩააბაროს. ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში მისვლას პრეზიდენტს კონსტიტუცია ავალდებულებს. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას წარუდგენს.
პრეზიდენტის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მისვლის საკითხს პარლამენტის რეგლამენტი აზუსტებს და ამბობს, რომ პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ისმენს. პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება.
ეს დღე 4 თებერვალია. 2012 წლის მოწვევის პარლამენტს პრეზიდენტისთვის არ მოუსმენია. მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ბოლო წელი ისე დაასრულა, რომ პარლამენტის წინაშე მოხსენებით არ წარმდგარა. გასულ წელს პარლამენტს პრეზიდენტისთვის 8 თებერვალს უნდა მოესმინა, თუმცა უმრავლესობამ მიხეილ სააკაშვილის მიღებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ნაცვლად ეროვნულ ბიბლიოთებაში მისვლა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები