საკრებულოს შენობასთან ოთხი მოქალაქე დააკავეს

თბილისის საკრებულოს შენობასთან ოთხი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე განცხადებით, 4 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააპატიმრეს.
დღსვე თბილისის საკრებულოს შენობაში საკრებულოს რამდენიმე წევრსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები საკრებულოში “პანორამა თბილისის” საკითხთან დაკავშირებით იმყოფებიან. დაპირისპირების გამო თბილისის საკრებულოს შენობა დაცვამ სამ მოქალაქეს დაატოვებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები