საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკელ სენატორ დიკ დურბინს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ სენატორ დიკ დურბინს შეხვდა. როგორც პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ირაკლი ღარიბაშვილი სენატორს ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე ესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზეც გაამახვილა ყურადღება. სენატორი დიკ დურბინი საქართველოში თვითმმართველობის რეფორმით დაინტერესდა, რაზეც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი 2012-2013 წლების არჩევნებს და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც შეეხო. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ინიციატივით, საარჩევნო ბარიერი 40-დან 50%-მდე იზრდება. დიკ დურბინთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩეველი დავით მაღრაძე და მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძეც დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები