შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვასილ ბახტურიძესთან ერთად, ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგით დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალის კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლს ეწვივნენ და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მათთვის საჭირო ავეჯი და ტექნიკა გადასცეს.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები აღნიშნულ ბავშვთა სახლს სხვადასხვა სახის დახმარებას სისტემატურად უწევენ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=bY3NFz6gDro” width=”560″ height=”315″]